სინამდვილე ის კი არ არის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, არამედ ის რასაც ჩვენივე გონებით ვქმნით. ისააკ ლიდსკიმ ეს პირად მაგალითზე გამოსცადა, როდესაც მის ცხოვრებაში მომხდარმა გაუთვალიწინებელმა გარემოებებმა, ის მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიიყვანეს. ამ თვითრეფლექსიით გამსჭვალულ პირად საუბარში, იგი მოგვიწოდებს მოვიშოროთ გამართლებები, შიშები და ვარაუდები, რათა საკუთარ თავს დავაკისროთ ის ურთულესი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ჩვენ ვართ საკუთარი სინამდვილის შემქმნელები.
