შვეიცარიელი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ფაბიან ოფნერი, მიზნად ისახავს ყოველდღიური მეცნიერებისგან თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუშების შემქნას. მის ქარიზმატულ გამოსვლაში, ის გვაჩვენებს უახლეს ფსიქოდელიურ სურათებს, როგორიცაა ხმის ტალღებთან შერწყმული კრისტალები. ასევე პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს, თუ რა ხდება საღებავისა და მაგნიტური სითხის შერევის დროს, ან რა მოსდის ვისკის, როცა მას ცეცხლს წავუკიდებთ.
