როგორ სწავლობენ კომპიუტერები შემოქმედებას
ჩვენ ხელოვნებისა და შემოქმედების ახალ ეტაპზე გადავდივართ, თუმცა არა ადამიანის ხელით. Google-ის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგუერა ი არკასი, ნეირონულ ქსელებზე მუშაობს, რომლებიც მანქანური აღქმის და განაწილებული სწავლებისთვის გამოიყენება. ამ შთამბეჭდავი დემონსტრაციით, ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ გამოსახულებების ამოცნობაზე გაწვრთნილ ნეირონულ ქსელებს, უკუღმა გაშვების შემთხვევაში წარმოქმნან ისინი. შედეგად ვიღებთ მომაჯადოებელ, ჰალუცინაციურ კოლაჟებს (და ლექსებს!), რომლებიც ყოველგვარი კატეგორიების მიღმაა. "აღქმა და შემოქმედება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული" ამბობს აგუერა ი არკასი. "ნებისმიერ არსებას, რომელსაც აღქმის უნარი აქვს, შექმნაც შეუძლია."
